ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე, 6.4%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, თუმცა 0.2 პროცენტული პუნქტით აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 5.6%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.
ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა გასულ წელს ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა.
საქართველოში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისა და სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის სანქციები იზრდება და ახალი ჯარიმები დაწესდება. შესაბამის კანონპროექტს, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს“…
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…